კომპანიის შესახებ
ჩვენ ვართ იტალიური კომპანიის Landi Renzo S.p.A.-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. Landi Renzo წარმოადგენს მსოფლიო ლიდერ კომპანიას თხევადი გაზის სისტემების წარმოებაში, 70 წელზე მეტი გამოცდილებით. კომპანია დაარსდა 1954 წელს რეჯო-ემილიაში (იტალია) და მას შემდეგ წარმოადგენს ხარისხის, ინოვაციისა და ეკომეგობრობის ეტალონს ალტერნატიული საწვავის სფეროში.
კომპანია ფლობს თხევადი გაზის გლობალური ბაზრის 35%-ზე მეტს, წელიწადში აწარმოებს დაახლოებით 1 მილიონ კომპლექტს და ამარაგებს წამყვან ავტომწარმოებლებს, მათ შორის BMW, Mercedes-Benz, Toyota, Volkswagen, Fiat და სხვებს.
იტალიაში Landi Renzo-ს გააჩნია აქვს ქარხნები და კვლევითი ცენტრები, რომლებიც აკმაყოფილებს ISO 9001, ISO/TS 16949 და IATF 16949 სტანდარტებს. პროდუქცია შეესაბამება Euro 5 და Euro 6 ეკოლოგიურ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს გამძლეობას, საიმედოობასა და უსაფრთხოებას.
ჩვენ გახლავართ სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფილიალი, რომელიც 14 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს სომხეთის ბაზარზე. ამ ხნის განმავლობაში დავაგროვეთ დიდი გამოცდილება თხევადი გაზის სისტემების მონტაჟსა და მომსახურებაში, როგორც მსუბუქი, ასევე სხვა კატეგორიის ავტომობილებისთვის.
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ Landi Renzo-ს ორიგინალ ნაწილებს და მკაცრად ვიცავთ მწარმოებლის ტექნოლოგიურ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს ხარისხს, უსაფრთხოებას და მოწყობილობის ხანგრძლივ მუშაობას.
ჩვენი გუნდი შედგება კვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომლებიც გთავაზობენ სრულ მომსახურებას — აპარატურის შერჩევიდან მონტაჟამდე, დაკალიბრებამდე და გარანტიის შემდეგ მხარდაჭერამდე. ჩვენ ვცდილობთ თითოეულ კლიენტს მივაწოდოთ საუკეთესო ალტერნატივა მაქსიმალური ეფექტურობითა ძრავის დაუზიანებლად.
რატომ ჩვენ?
ოფიციალური იტალიური აპარატურა
ჩვენ ვართ Landi Renzo-ს ოფიციალური წარმომადგენლები. აპარატურა ჩამოდის პირდაპირ იტალიიდან — შუამავლის გარეშე. ვიღებთ სრულ ქარხნულ კომპლექტებს, რომლებიც შეიცავს ყველა აუცილებელ ნაწილს — ელექტრონული ბლოკებიდან დაწყებული, შლანგებითა და ხრახნებით დამთავრებული.
მწარმოებლის ოფიციალური გარანტია
ჩვენ გთავაზობთ Landi Renzo-ს ოფიციალურ 2 წლიან გარანტიას, რომელიც ვრცელდება ყველა ნაწილზე. ფილტრების რეგულარული შეცვლისა და გარე ჩარევის არარსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი დაზიანებული ნაწილი იქნება შეკეთებული ან შეცვლილი უფასოდ.
გადამზადებული შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე ტექნიკოსები და საერთაშორისო მხარდაჭერა
ჩვენი ტექნიკოსები გადიან სპეციალიზებულ ტრენინგებს საზღვარგარეთ და მუშაობენ Landi Renzo-ს სტანდარტებით. ინსტალაციის ყველა ეტაპი სრულდება მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში, გავდივართ კონსულტაციას და ვიღებთ ტექნიკურ მხარდაჭერას Landi Renzo-ს პარტნიორი ინჟინრებისგან.
განაცხადი უკუკავშირისათვის
კონტაქტი
ტელეფონი: +995 551 969 979, 557 24 80 14
ელფოსტა: info@landirenzo.ge
მისამართი: ქ. თბილისი, ატოცის ქ. 8